რეზონანსი
22.09.2022

გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ რუსეთმა თავისი ქმედებებით საერთაშორისო წესრიგი დაარღვია.

„მსოფლიო ვერ დაუშვებს, რომ პუტინი პასუხისმგებლობას გაექცეს", - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

„პრეზიდენტი პუტინი თავის არჩევანს აკეთებს. ახლა ჩვენი არჩევანი უნდა გავაკეთოთ. უთხარით პრეზიდენტ პუტინს, შეწყვიტოს საშინელება, რომელიც მან დაიწყო. უთხარით, რომ შეწყვიტოს თავისი ინტერესების დანარჩენი მსოფლიოს ინტერესებზე მაღლა დაყენება, მათ შორის საკუთარი ხალხის ინტერესებზე მაღლა", - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

ბლინკენმა ასევე მოუწოდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, შეწყვიტოს ბირთვული მუქარა .

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×