რეზონანსი
24.09.2022

აგვისტოში ქვეყანის ბიუჯეტში საფასური 43 858 სატვირთო ტრაილერმა გადაიხადა. გასული წლის აგვისტოსთან შედარებით ქვეყნის სატრანსპორტო გზებით 13 633 -ით მეტმა სატვირთომ ისარგებლა და ჯამში, 1 თვეში ბიუჯეტში 15.5 მლნ ლარი გადაიხდა.

რეკორდული მაჩვენებლებია 8 თვის შემოსავლებშიც. სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, იანვარ- აგვისტოში გზათსარგებლობიდან მიღებულმა შემოსავალმა 71 მლნ ლარს გადააჭარბა, რაც წლიურად 65%-იანი ზრდაა და გასული წლის 12 თვის მონაცემს მკვეთრად აღემატება.

გზათსარგებლობიდან მიღებული შემოსავალი

• 2022 წლის 8 თვე - 71 მლნ ლარი

• 2021 წლის 8 თვე - 43 მლნ ლარი

გზათსარგებლობიდან შემოსავლების ზრდა ორმა ფაქტორმა განაპირობა - საქართველოს დერეფანში გაიზარდა სატვირთო გადაზიდვები, ასევე 2022 წლიდან გაძვირდა გზათსარგებლობის საფასური. თუ საქართველოს გზებზე მოძრავი თითოეული ტრაილერი გზათსარგებლობისთვის 2022 წლის 20 ივნისამდე 200 ლარს იხდიდა, 20 ივნისის შემდეგ გადასახადი 350 ლარამდე გაიზარდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×