რეზონანსი
24.09.2022

საქართველო არის იმ პოლიტიკის ნაწილი, რა პოლიტიკის ნაწილი არის დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები, რა პოლიტიკის ნაწილი გახდა უკრაინა და მოლდოვა ივნისის გადაწყვეტილებით, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ივნისის გადაწყვეტილება ნამდვილად იყო ისტორიული გადაწყვეტილება. სამივე ქვეყნისთვის ევროპული პერსპექტივა გაიხსნა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ იგივე ეტაპზე იყოს საქართველო რა ეტაპზეც იქნება უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირთან ურთიერთობებში, მაგრამ ამ მომენტში მთავარია - საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა, ასე ვთქვათ, ისტორიული გარდატეხა ევროკავშირის პოლიტიკაში საქართველოსთვის მოხდა ზუსტად ისე, როგორც უკრაინასა და მოლდოვასთვის“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს უკრაინასა და მოლდოვას, საქართველოსთან მიმართებაში გადაწყვიტა, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როდესაც დააკმაყოფილებს კრიტერიუმებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×