რეზონანსი
24.09.2022

"ვერავინ წარმოიდგენდა ან იოცნებებდა ამ ქვეყანაში მანამდე, რომ სახალხო დამცველის არჩევის წესი ასეთი დემოკრატიული და კიდევ უფრო გამჭვირვალე იქნებოდა" - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, კულტურის მინსიტრმა, თეა წულუკიანმა ისაუბრა. 

"ვერავინ ვერ წარმოიდგენდა ან იოცნებებდა ამ ქვეყანაში მანამდე, რომ სახალხო დამცველის არჩევის წესი ასეთი დემოკრატიული  და კიდევ უფრო გამჭვირვალე იქნებოდა.  მე არ ვიცი არის თუ არა ამის ანალოგი, რომელიმე სხვა ქვეყანაში. შეიძლება სკანდინავიის ქვეყნებში, რომელიც ომბუდსმენის სამშობლოა იქ შეიძლება იყოს რაღაც მსგავსი, ან მიახლოებული მაგრამ ეს არის მართლაც ძალიან დიდი ღიაობის მაჩვენებელი და მე დარწმუნებული ვარ, რომ იმ დასავლეთ ევროპულ ქვეყნებში, რომლებიც ევროკავშირის წევრები არიან, იქაც არ იქნება ასეთი დემოკრატიული სახალხო დამცველის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები, შესაბამისად ეს უნდა დავაფასოთ" - ამბობს თეა წულუკიანი  

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში შეტანილი ცვლილების მიხედვით სახალხო დამცველს ღია კენჭისყრით აირჩევენ. ცვლილებას მხარი 104-მა დეპუტატმა დაუჭირა, მას საკანონმდებლო ორგანო დაჩქარებული წესით განიხილავდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×