რეზონანსი
24.09.2022

ძალიან მნიშვნელოვანი იყო პრემიერ-მინისტრის გამოსვლა გაეროს გენერალურ ასამბლეაზეა- ეს არის ის შესაძლებლობა და ფორმატი, როდესაც შეგიძლია მსოფლიოს გააცნო შენი მთავარი გზავნილი, - ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

როგორც ბოჭორიშვილმა აღნიშნა, პრემიერ-მინისტრისგან გაეროში კიდევ ერთხელ მოვისმინეთ, რომ ხელისუფლება მზად არის საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემების გადასაჭრელად.

„პირველ რიგში, გზავნილი იყო საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები და როგორ ვუყურებთ ჩვენს პოზიციონირებას და ჩვენი ქვეყნის როლს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე. საქართველო ოკუპირებული ქვეყანაა და ამ რეალობაში ვცხოვრობთ უკვე ათწლეულებია. ეს არის გამოწვევა, რომელიც საქართველოს წინაშე დგას. ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ვთანამშრომლობთ და კიდევ ერთხელ მოვისმინეთ პრემიერისგან, რომ მზად ვართ საერთაშორისო პარტნიორებთან, ჩვენი პრობლემა და გამოწვევა მშვიდობიანი გზით მოვაგვაროთ. უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესიის ფონზე, ეს საკითხი თანამედროვე გლობალურ გამოწვევად რჩება - რუსეთის აგრესია უკრაინასთან მიმართებაში და მკაფიო გზავნილები, რაც პრემიერმა უკრაინასთან მიმართებაში გააჟღერა ისაა, რომ საქართველო არის საერთაშორისო პარტნიორების გვერდით, საქართველო არის ქვეყანა, რომელიც უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და მის გვერდით დგას. მან ასევე, ისაუბრა, თუ როგორ ვუჭერთ მხარს ტერიტორიულ მთლიანობას და როგორ ვუჭერთ მათ მხარს საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. პოლიტიკურად ეს მხარდაჭერა ცხადია და ამაზე კითხვები აღარავის არ აქვს და რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ჩვენ მხარდაჭერას და პოზიციონირებას,’’ - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×