რეზონანსი
25.09.2022

აღმოსავლეთ საქართველოში უახლოეს დღეებში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. 25 სექტემბერს შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა, ზოგიერთ რაიონში სეტყვაც, ქარის სიჩქარე 20-25 მ/წმ-ს მიაღწევს.

meteo.gov.ge-ს თანახმად, ტემპერატურა 26 -27 სექტემბერს, ღამით +5 გრადუსამდე დაიწევს, დღე კი +23+27 ფარგლებში იქნება, ეს დღეები უმეტესად უნალექოდ ჩაივლის.

ნალექია  დასავლეთ საქართველოშიც. 25 სექტემბერს უმეტეს რაიონში  მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი. ტემპერატურა +10 +23 გრადუსი იქნება.

26-27 სექტემბერი დასავლეთ საქართველოშიც უმეტესად უნალექოდ ჩაივლის, ტემპერატურა +8 +31 გრადუსის ფარგლებში იქნება.

ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი თბილისში. 25 სექტემბერს ტემპერატურა +12 +22 გრადუსი იქნება. იქროლებს ჩრდილო დასავლეთის ქარი 17-22მ/წმ სიჩქარით. ქარი უფრო მეტად გაძლიერდება 26 სექტემბერს ღამით და 20-25 მ/წმ-ს მიაღწევს. 26-27 სექტემბერი უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. ტემპერატურა +10 +27 გრადუსის ფარგლებში იქნება.

ალია

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×