რეზონანსი
25.09.2022

რუსული რუბლის გადახურდავებით დაღლილმა ელენე ხოშტარიამ მისი დაფინანსების მეორე წყარო ამხილა -კეზერაშვილი მის პარტნიორად დაასახელა, - ამის შესახებ საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„"ჩემი ფასეულობებით გადავწყვეტ" ... აცხადებს ელენე ხოშტარია. დიახ, მისი ფასეულობებით ნაკარნახევია მისი ქმედებები პოლიტიკასა თუ ყოფით ყოველდღიურობაში. ალბათ გახსოვთ : პარლამენტში რუსული ჰიმნის გაჟღერებით თავმომწონე ელენე ხოშტარია - ეს მისი ფასეულობებით ნაკარნახევი ქმედება იყო; თბილსერვის ჯგუფის (ნაგვის) მანქანაზე შემხტარი ელენე ხოშტარია- ეს მისი ფასეულობებით ნაკარნახევი ქმედება იყო მთავრობის ადმინისტრაციაში წითელი საღებავით შევარდნილი ელენე ხოშტარია - ეს მისი ფასეულობებით ნაკარნახევი ქმედება იყო; კანცელარიასთან რუსულ კეტჩუპისა და რუსული ბრინჯით მორბენალი ელენე ხოშტარია - ეს მისი ფასეულობებით ნაკარნახევი ქმედება იყო; სკოლის სახელმძღვანელოში ბიძინა ივანიშვილის "დიდების" შეტანის გამო გაბრაზებული ელენე ხოშტარია - ეს მისი ფასეულობებით ნაკარნახევი ქმედება იყო; გომელაურისა და ლილუაშვილის, ივანიშვილის, რიგი მოსამართლეების სანქცირების იდეით შეპყრობილი ელენე ხოშტარია - ეს მისი ფასეულობებით ნაკარნახევი ქმედება იყო; და კიდევ რამდენი რამის დაწერა შეიძლება ... რუსული რუბლის გადახურდავებით დაღლილმა ელენე ხოშტარიამ მისი დაფინანსების მეორე წყარო ამხილა -კეზერაშვილი მის პარტნიორად დაასახელა და განაცხადა რომ ამაზე თავის მართლებას არავისთან აპირებს. მოკლედ და კონკრეტულად გაწვდილი ერთი ხელით რუსეთისკენ, მეორე ხელით კეზერაშვილისკენ ქართულ პოლიტიკას დიდი ამორალურპოლიტიკური "ძივა" ჰყავს რომლის მიერ გაკეთებული საქვეყნო საქმე ჯერ არავის უნახავს", - წერს მეგრელიშვილი Facebook-ზე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×