რეზონანსი
25.09.2022

სიცრუესა და ცრუ ინფორმაციაზე დაყრდნობით ცდილობენ, მოახდინონ სასამართლო სისტემის დისკრედიტაცია, - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარემ გიორგი მიქაუტაძემ „იმედის კვირას“ განუცხადა.

მისი თქმით, კონკრეტული პოლიტიკოსები და პოლიტიკური ძალები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები და ასევე სხვადასხვა აქტორი, სამოქალაქო აქტივისტი არც მალავს, რომ დიდი სურვილი აქვთ მეტი გავლენა ჰქონდეთ სასამართლოში მიმდინარე პროცესებზე.

„ის, რომ სასამართლო დღითი-დღე უფრო დამოუკიდებელი ხდება და ასეთი გავლენები მათ ვერ მოიპოვეს, ბუნებრივია, მათთვის მიუღებელია და ამიტომ გარედან ხდება ყოვლადმიუღებელი და ჩემი აზრით, სამარცხვინო კამპანიის აგორება სასამართლოს მიმართ. აი, ასეთი აქტორების გამოყვანით, რომლებიც სიცრუესა და ცრუ ინფორმაციაზე დაყრდნობით ცდილობენ, მოახდინონ სასამართლო სისტემის დისკრედიტაცია“, - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×