რეზონანსი
26.09.2022

რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, ქვეყნიდან გაქცეული რუსებისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილი ყაზახეთია, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ყაზახეთის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, 20 სექტემბრიდან 23 სექტემბრამდე დასავლეთ ყაზახეთის ოლქში რუსეთის დაახლოებით 9 ათასი მოქალაქე ჩავიდა. საზღვარზე საკმაოდ გრძელი რიგებია და ყაზახეთის სასაზღვრო ქალაქებში საცხოვრებლის პოვნა ძალიან გართულებულია.

გავრცელებული ინფორმაციით, ყაზახეთში, ურალსკში მდებარე კინოთეატრ CinemaPark-ის ხელმძღვანელობამ რუსები ღამის გასათევად კინოდარბაზში მიიწვია.

„ხალხი რეალურად შეშინებული და დაბნეული იყო. მოდიოდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ ღამის გასათევ ადგილს ვერ პოულობდნენ. შევკრიბეთ ოთხი დარბაზი და ეს არის დაახლოებით 200 ადამიანი", - ციტირებს კინოთეატრის დირექტორს ადგილობრივი მედია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×