რეზონანსი
26.09.2022

შთაბეჭდილება მრჩება, რომ „ნაციონალური მოძრაობა" დავით კეზერაშვილმა დაშალა და მან ამ ამოცანას თავი ძალიან წარმატებით გაართვა, რადგან ყველა დაპირისპირება მიმდინარეობს მის გამო და ასევე იმ დაფინანსების გამო, რასაც „ნაციონალური მოძრაობის" ნაწილს უხდის და ნაწილს - არა, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

იოსელიანის თქმით, „ნაცმოძრაობა" იშლება.

„დიდი ხანია ვამბობდით, რომ „ნაცმოძრაობა" იშლება და ამაში ტრაგიკულს ვერაფერს ვხედავთ, მაგრამ კარგი იქნება, თუ ეს პარტია გარდაიქმნება ევროპულ პარტიად, რომელიც ერთ ადამიანზე, ერთ ლიდერზე ჩამოკიდებული არ იქნება. ეს პროცესი ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილი დისტანცირებულია „ნაციონალური მოძრაობისგან" და ამან გამოიწვია ამ პროცესების დაჩქარება. „ნაცმოძრაობაში" გადაწყვეტილების მიღება სააკაშვილის გარეშე რთულია, სხვა გამოცდილება არ აქვთ და ესეც არის მიზეზი ამ დაპირისპირების. მათაც უნდა ისწავლონ ცხოვრება სააკაშვილის გარეშე, უნდა ელაპარაკონ ხალხს", - განაცხადა იოსელიანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×