რეზონანსი
26.09.2022

დღეს, დაახლოებით 16:10 საათზე, ახალქალაქი-ნინოწმინდის დამაკავშირებელ გზაზე, სოფელ ხოსპიოსთან ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. „სამხრეთის კარიბჭეს" ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ჯგუფს 62 წლის კაცი გარდაცვლილი დახვდა.

ავარიისას დაშავებულ ორ პირს სხვადასხვა სახის ტრავმები აღენიშნებოდათ, თუმცა მათ ჰოსპიტალიზაციაზე უარი განაცხადეს.

შსს-ს განცხადებით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 276 მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები აგრძელებენ მუშაობას.

"სამხრეთის კარიბჭე"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×