რეზონანსი
27.09.2022

არასამთავრობოების მიერ შერჩეულმა კანდიდატებმა უნდა გაიარონ ისეთივე სამართლიანი კონკურსი, როგორიც არის გამოცხადებული ნებისმიერი პირისთვის. აქ ვერავისთვის ვერ იქნება უპირატესობა მინიჭებული და ვერც ვერავის დავჩაგრავთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„არის გამოცხადებული კონკურსი, კეთილი ინებონ და შემოიტანონ განაცხადები, მიიღონ შეფასებები არასამთავრობო სექტორიდან და შემდეგ უკვე მიაღწიონ იმას, რომ დაასახელონ ისინი პოლიტიკურმა ჯგუფებმა და ფრაქციებმა. ასეთ შემთხვევაში იქნება სამართლიანობა დაცული, რაც შეეხება მდიდარი ენჯეოების კლანის მიერ შემოთავაზებულ საკუთარ დახურულ პროცედურას, ამას ბუნებრივია ვერ გავიზიარებთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ომბუდსმენობის კანდიდატებად ანა აბაშიძე, გიორგი ბურჯანაძე და ნაზი ჯანეზაშვილი დაასახელეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×