რეზონანსი
27.09.2022

არ ვიცი, დასახელებული ომბუდმენობის სამი კანდიდატი განაცხადების მიღების პროცესში მიიღებს თუ არა მონაწილეობას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, უმჯობესი იქნებოდა იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ვინც განაცხადა საკუთარი პრეფერენციების შესახებ, მას შემდეგ განეცხადებინათ ომბუდსმენობის კანდიდატები, რაც საჯარო გახდებოდა ამ კონკურსში მონაწილეთა ვინაობა.

„ასეთი გადაწყვეტილება, რომლითაც ცალკე დასახელდა კანდიდატურები, არ ვიცი, რამდენად თანხვედრაში იქნება მთელი ეს ამბავი ჩვენ მიერ საყოველთაო შეთანხმებით დაგეგმილ პროცესთან, ვნახოთ, დავაკვირდეთ მოვლენებს. პირდაპირ ვამბობ, ალბათ უმჯობესი იქნებოდა იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ვინც განაცხადა საკუთარი პრეფერენციების შესახებ, მას შემდეგ ეთქვათ ეს და განეცხადებინათ, რაც საჯარო გახდებოდა ამ კონკურსში მონაწილეთა ვინაობა. ალბათ, ასე აჯობებდა. არ ვიცი, დასახელებული ომბუდმენობის სამი კანდიდატი განაცხადების მიღების პროცესში მიიღებს თუ არა მონაწილეობას, ამ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი ცალკეული კანდიდატურის განხილვა. ამის მიღმა ალტერნატიულად პროცესის წარმართვა არ მგონია, რომ საერთო საქმეს წაადგეს. არ მგონია, რომ ასეთი განცხადებებით, ან კანდიდატების დასახელებით დიდად პრობლემა შეექმნას მიმდინარე პროცესს, მაგრამ აცდენილი კი ნამდვილად არის ამ პროცესებთან ასეთი კანდიდატების ცალკე დასახელება“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×