რეზონანსი
27.09.2022

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს დღეს ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები. 

"პრეზიდენტი მიესალმა უწყების მიერ ინფორმაციის გავრცელებას რუსეთიდან საქართველოში მოქალაქეების შემოსვლასთან დაკავშირებით.

შეხევდრისას პრეზიდენტმა საკითხის ირგვილივ მიიღო სრულყოფილი ინფორმაცია და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს ამომწურავი ინფორმაცია იმ საკითხზე, რომელიც მას აღელვებს. თუმცა, ასევე მნიშვნელოვანია, ხელისუფლების მხრიდან გამოყენებული იყოს ყველა მექანიზმი, მათ შორის, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ფორმატიც, რათა აღნიშნულ საკითხზე საზოგადოებაში აღარ დარჩეს კითხვები, ჰქონდეს განცდა, რომ რისკები გათვალისწინებული და ყველა ბერკეტი გამოყენებულია." ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, შსს-მ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა ბოლო 10 დღის სტატისტიკა, რომლის თანახმად, საქართველოში  რუსეთის 78 742 მოქალაქე შემოვიდა.  

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×