რეზონანსი
28.09.2022

ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი რუსი მოქალაქეების მასობრივ შემოდინებას ეხმიანება და წერს:

"მალე საკუთარ ქვეყანაში ლტოლვილები ვიქნებით, ვიჯდეთ და უყუროთ როგორ ხდება საქართველოს ოკუპაცია. მიდით შემოუშვით არ შეზღუდოთ "აბა, ომი გვინდა " როგორც აცხადებს ჩვენი ხელისუფალნი, პუტინს ექნება საბაბი და საფუძველი თავისი მოქალაქეების დაცვის მიზნით შემოიჭრას საქართველოში. ქვეყანაში არც ხელისუფლება და არც ოპოზიცია არ არის, ყველა გაყიდულია", - წერს რამიშვილი.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 21 სექტემბერს ხელი მოაწერა განკარგულებას ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ. პუტინის განმარტებით, სამხედრო სამსახურში გაიწვევენ მხოლოდ თადარიგში მყოფ მოქალაქეებს, "პირველ ყოვლისა კი, მათ, ვისაც შეიარაღებულ ძალებში უმსახურია" და "აქვს შესაბამისი გამოცდილება".

განკარგულების გამოცემიდან რამდენიმე წუთში, საქართველოს, სომხეთისა და თურქეთის მიმართუებით ავიაბილეთები უცებვე გაიყიდა. საქართველო-რუსეთის საზღვარზე, ლარსის გამშვებ პუნქტზე რამდენიმეკილომეტრიანი საცობია. რუსეთის მოქალაქეები მასობრივად ცდილობენ საქართველოში შემოსვლას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×