რეზონანსი
28.09.2022

ჩრდილოეთ ოსეთში რუსეთის სხვა რეგიონებიდან ავტომობილებით შესვლა შეიზღუდა. ინფორმაციას ამის შესახებ "რია ნოვოსტი" რეგიონის მთავრობის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

ადგილობრივი მთავრობის პრესსამსახურის თანახმად, რეგიონის მეთაურმა სერგეი მენიაილომ რეგიონში გაზრდილი მზადყოფნის რეჟიმი გამოაცხადა.

აღინიშნება, რომ ჩრდილოეთ ოსეთში რუსეთის სხვა რეგიონებიდან ავტომობილით შესვლის შეზღუდვა არ შეეხება მათ, ვინც რეგიონის ტერიტორიაზე მყოფ სანატორიუმებში, პანსიონატებსა და ტურისტულ ბაზებზე მიემართება და შესაბამისი საბუთები გააჩნია.

ასევე აღნიშნულია, რომ მუნიციპალურ ადმინისტრაციებს გაეცათ რეკომენდაცია საგანგებო სიტუაციების პრევენციისთვის ოპერატიული შტაბების შესაქმნელად, ისევე როგორც ხალხისა და ტრანსპორტი თავმოყრის ადგილებში კვების, გათბობის, სამედიცინო მომსახურებისა და დასვენების პუნქტების შექმნის რეკომენდაცია. საქართველოსთან საზღვარზე რეკომენდებულია ადამიანების "სათანადო სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის" უზრუნველყოფა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×