რეზონანსი
29.09.2022

ტყვეების მორიგი გაცვლა - უკრაინამ ოთხი საზღვაო ქვეითი და ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიბრუნა. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის ინფორმაციით, ოკუპანტების ტყვეობისგან გაათავისუფლეს ოფიცრები - ოლექსი ბულახოვი და მიკოლა კოსტენკო. ჯარისკაცები - ლუდმილა გერასიმენკო და ივან ზემლიანოი. მშვიდობიანი მოქალაქეები - ვიქტორია ანდრუშა და მაიბოროდა იანა.

ერმაკის ინფორმაციით, რუსებმა მშვიდობიანი მოქალაქეები მარტში იმ მიზეზით დააპატიმრეს, რომ ტელეფონებში მტრის ტექნიკის მონაცემები აღმოუჩინეს.

ერმაკის ინფორმაციითვე, გათავისუფლებული სამხედროები, მარიუპოლის მძიმე ბრძოლის მონაწილეები არიან.

მისივე ინფორმაციით, მხოლოდ ამ თვეში , უკრაინამ 235 ადამიანი დააბრუნა ტყვეობიდან.

გათავისუფლებულთა შორის არიან აზოვის მებრძოლები და მათი მეთაურები, რომლებიც რუს სამხედრო ტყვეებზე 21 სექტემბერს გაცვალეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×