რეზონანსი
30.09.2022

TV25-ს წყარომ მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბათუმის მეშვიდე საჯარო სკოლის დერეფანში სხვა ქვეყნების გვერდით განთავსებული იყო რუსეთის დროშა, რომელიც მოსწავლემ დემონსტრაციულად ჩამოხია.

წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია სკოლის დირექტორმა დაგვიდასტურა და ჩვენს რეპორტიორთან საუბრისას განაცხადა, რომ ფაქტის შესახებ მოსწავლის მშობელს უკვე გაესაუბრა და არსებული ინციდენტიც ამოწურულია.

შორენა ქონიაძემ საუბრისას ინციდენტის მთავარი დეტალი დამალა, რის გამოც ჩვენი აუდიტორია შეცდომაში შევიდა. ინფორმაციის გასაჯაროების შემდეგ, მოსწავლეებმა სკოლის კედელზე განთავსებული სახელმწიფო სიმბოლოების ამსახველი სრული სურათი გამოგვიგზავნეს.

სინამდვილეში, მოსწავლეს არა რუსეთის დროშა, არამედ აფხაზეთის დროშა ჩამოუხევია, რომელიც ცალკე სახელმწიფოდ იყო წარმოდგენილი.

მოსწავლეები გვიყვებიან, რომ თანაკლასელის პროტესტი იმ გარემოებამ გამოიწვია, რომ სკოლის ადმინისტრაციამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არ აღიარა და აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ წარმოადგინა.

სავარაუდოდ, დირექტორს რუსეთის დროშის ჩამოხევის ფაქტის გასაჯაროება ერჩივნა, რადგან სრული სიმართლის გასაჯაროების შემთხვევაში, იგი უდიდეს სკანდალში გაეხვეოდა.

სამწუხაროა, რომ დირექტორმა ჩვენი რეპორტიორი შეცდომაში მიზანმიმართულად შეიყვანა.

აქვე შეგახსენებთ, დროშის ჩამოხევის გამო, მოსწავლეს სასწავლო პროცესი დაატოვებინეს. დირექტორმა მოზარდის მშობელი დაიბარა და დახურულ კარს მიღმა ესაუბრა. შორენა ქონიაძემ მოსწავლის ქმედებაზე მშობელს უსაყვედურა, ბავშვს კი გაფრთხილება მისცა.

TV25 სკოლის დირექტორს კომენტარისთვის ხვალ, სამუშაო საათებში დაუკავშირდება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×