რეზონანსი
30.09.2022

თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, აშშ გმობს რუსეთის თაღლითურ მცდელობებს უკრაინის სუვერენული ტერიტორიების ანექსია მოახდინოს.

„რუსეთი არღვევს საერთაშორისო სამართალს, ფეხქვეშ თელავს გაერო-ს ქარტიას.

არ შეგეშალოთ: ამ ქმედებებს ლეგიტიმაცია არ გააჩნია. აშშ ყოველთვის პატივს სცემს უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს", - წერია აშშ-ის პრეზიდენტი განცხადებაში.

ამავდროულად, ბაიდენი აანონსებს, რომ დღეს აშშ, მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, რუსეთის საწინააღმდეგო ახალ სანქციებს გამოაცხადებენ.

"ეს სანქციები გამიზნული იქნება ფიზიკურ პირებსა და დაწესებულებებზე - რუსეთის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ - რომლებიც პოლიტიკურ ან ეკონომიკურ მხარდაჭერას უწევენ უკრაინის ტერიტორიის სტატუსის შეცვლის უკანონო მცდელობებს. ჩვენ გავაერთიანებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, რათა დაგმოს ეს ნაბიჯები და პასუხისმგებლობა დააკისროს რუსეთს", - წერია განცხადებაში.

ბაიდენი აღნიშნავს, რომ აშშ გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას იმ აღჭურვილობით, რომელიც მას თავის დასაცავად სჭირდება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×