რეზონანსი
30.09.2022

უკრაინელების მნიშვნელოვანი ნაწილი გაქრება თუ უკრაინა ბრძოლას არ შეწყვეტს, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი პირად „ტელეგრამ" არხზე წერს.

მისი თქმით, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების განაცხადი მესამე მსოფლიო ომის დაწყებას დააჩქარებს.

„ზელენსკის უნდა დაჩქარებულად შევიდეს ნატო-ში. გადასარევი იდეაა. უბრალოდ ემუდარება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს მესამე მსოფლიო ომის დაწყება დააჩქაროს", - წერს მედვედევი.

მან ასევე კომენტარი გააკეთა ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის სიტყვებზე, რომ თუ უკრაინა ბრძოლას შეწყვეტს - გაქრება როგორც სახელმწიფო.

„რა ცინიკური ბიჭია - თუ არ შეწყვეტს, უკრაინელების მნიშვნელოვანი ნაწილი გაქრება", - წერს მედვედევი.

მისი აზრით, რუსეთს ახლა „დღესასწაული" აქვს, უკრაინას და დასავლეთს კი „მძიმე ნარკოტიკები, დემენცია და ცინიზმი".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×