რეზონანსი
01.10.2022

კრას­ნო­და­რელ­მა რე­პერ­მა 27 წლის ივან პე­ტუ­ნინ­მა 30 სექ­ტემ­ბერს თავი მო­იკ­ლა. კრას­ნო­და­რე­ლი მუ­სი­კო­სის ცხე­და­რი, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლია შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ფსევ­დო­ნი­მით Walkie, მრა­ვალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი კორ­პუ­სის მახ­ლობ­ლად, კონ­გრე­სის­ნა­ი­ას ქუ­ჩა­ზე იპო­ვეს.

თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე ჩა­წე­რილ ვი­დე­ო­ში თქვა, რომ მას არ ჰქონ­და უფ­ლე­ბა „ხელ­ში აეღო ავ­ტო­მა­ტი და ხალ­ხის­თვის ეს­რო­ლა".

ვი­დე­ო­ში ასევე ამ­ბობს, რომ არ სურს მო­ბი­ლი­ზა­ცი­ა­ში ჩარ­თვა. ხე­ლო­ვა­ნის თქმით, მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე შე­ეძ­ლო გა­და­ვა­დე­ბა, მაგ­რამ ივა­ნე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყო, რომ მო­ბი­ლი­ზა­ცია მას მალე მა­ინც შე­ე­ხე­ბო­და.

„მე არ შე­მიძ­ლია და არ მინ­და მკვლე­ლო­ბის ცოდ­ვა ჩემს სულ­ზე ავი­ღო. მე არ ვარ მზად მოვ­კლა ადა­მი­ა­ნი რა­ი­მე იდე­ა­ლე­ბის­თვის. ჩემ­თვის ომში ან უბ­რა­ლოდ ისე ადა­მი­ა­ნის მოკ­ვლა არის ის, რისი გა­კე­თე­ბაც არ შე­მიძ­ლია. მე არ მაქვს უფ­ლე­ბა ავი­ღო ავ­ტო­მა­ტი და ვეს­რო­ლო ხალ­ხს..."

ამ დრო­ის­თვის, ვი­დეო მი­მარ­თვა უკვე წაშ­ლი­ლია ტე­ლეგ­რა­მის არ­ხი­დან...

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×