თავრობას, მმართველ პარტიას, მართლაც და კბილებით, უჭირავს ეს მდგომარეობა, რათა როგორმე შიდა და გარე გამცემებმა არ მოახერხონ და ეს მთავარი მონაპოვარი არ შეგვირყიონ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.
„რაც სრულწლოვანი გავხდი, არ მახსენდება მას შემდეგ, რომ იარაღის ჟღარუნი არ ყოფილიყო ყოველ წელს და ტანკების გრუხუნი, როგორც საზღვრებზე, ასევე საზღვრებს შიგნით, ქალაქში და ტრიალებდა უბედურება. ჩვენ ამისგან განთავისუფლებული ვართ. ხედავთ, რომ მთავრობას, მმართველ პარტიას, მართლაც და კბილებით, უჭირავს ეს მდგომარეობა, რათა როგორმე შიდა და გარე გამცემებმა არ მოახერხონ და ეს მთავარი მონაპოვარი არ შეგვირყიონ", - განაცხადა ოდიშარიამ.