რეზონანსი
02.10.2022

ქვეყნებს, რომლებიც უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხს სკეპტიკურად უდგებიან უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიმართა. დმიტრო კულებას თქმით, ეს პრინციპული საკითხია, რადგან ევროატლანტიკური უსაფრთხოების საკითხი ახლა უკრაინაში წყდება.

„ევროატლანტიკური სივრცის მომავალი ახლა უკრაინაში წყდება. ევროატლანტიკური უსაფრთხოება შეუძლებელია უკრაინის გამარჯვების გარეშე.

საბოლოო ჯამში, ამ განაცხადმა პოლიტიკური პროცესის დინამიკა და ლოგიკა შეცვალა და ჩვენ მივიღეთ ევროკავშირის წევრობაზე კანდიდატის სტატუსი. ახლანდელი განაცხადიც ცვლის პროცესის ლოგიკასა და დინამიკას. სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა და ახალი გარემოებების გათვალისწინებით, ტრადიციულად სკეპტიკურად განწყობილმა სახელმწიფოებმა უკრაინის ნატო-ში წევრობაზე საკუთარ პოზიციას უნდა გადახედონ. ბურთი ახლა ნატო-ს მოედანზეა და თუ ალიანსი განსაზღვრავს ნაბიჯების სიას, რომელიც უკრაინამ უნდა შეასრულოს ინტეგრაციის პროცესის წარმატებით დასასრულებლად, უკრაინა მზადაა ისინი შეასრულოს", - აცხადებს კულება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×