რეზონანსი
02.10.2022

12:30 საათის მდგომარეობით, ლიმანი სრულად გაწმენდილია [ოკუპანტებისგან], - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ საკუთარ „ტელეგრამ" არხზე გამოქვეყნებულ მოკლე ვიდეოში განაცხადა.

შეგახსენებთ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, კერძოდ, 81-ე სადესანტო ბრიგადამ, უკრაინის ეროვნული გვარდიის ნაწილებთან და კულჩიცკის ბატალიონთან ერთად გაათავისუფლა და კონტროლქვეშ აიყვანა დონეცკის ოლქის ქალაქი ლიმანი.

ცნობისთვის, რუსულმა ძალებმა უკრაინული ქალაქი ლიმანი მაისში დაიპყრეს და ოკუპანტებმა ის ლოჯისტიკურ და სატრანსპორტო ჰაბად გამოიყენეს დონეცკის რეგიონის ჩრდილოეთში ოპერაციებისთვის.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×