რეზონანსი
02.10.2022

სვანეთში, თეთნულდზე დაკარგული სამი ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს - ინფორმაციას სვანეთის სათემო რადიო ავრცელებს.

დაკარგულების შესახებ ინფორმაცია ერთ-ერთის მეუღლემ დღეს განაცხადა. მისი ცნობით მთამსვლელები 6 დღეა, რაც კონტაქტზე არ გამოსულან. სამძებრო სამაშველო სამუშაოებში ჩართული იყვნენ ადგილობრივი სამაშველო ჯგუფი და კერძო სამაშველო ვერტმფრენი, რადგან სახელმწიფოს ასეთი ტიპის ვერტმფრენიც არ ჰყავს.

დაახლოებით 15 წუთია, რაც სამივე მთამსვლელი გარდაცვლილი იპოვეს.

ამჟამად მიმდინარეობს გადმოსვენების სამუშაოები. მთამსვლელები ლიეტუვის მოქალაქეები არიან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×