რეზონანსი
02.10.2022

პროკურატურამ თბილისში მომხდარი,განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინა.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 30 სექტემბერს, თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ბრალდებულმა ურთიერთ შელაპარაკების დროს, დანით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა დაზარალებულს,რომელიც მიყენებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 01 ოქტომბერს დააკავეს.

დაკავებულს ბრალი 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა. დანაშაული 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×