რეზონანსი
02.10.2022

საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 21 მლრდ 302 მლნ ლარით განისაზღვრება. მთავრობამ ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი პარლამენტს უკვე წარუდგინა.

მთავრობა განმარტავს, რომ 2023 წლის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია ერთ მილიარდ 939,4 მლნ ლარით და განისაზღვრება 21 მილიარდ 302 მილიონი ლარით.

მთავრობის ცნობით, მათ შორის შემდეგი მონაცემებია: შემოსავლები - 17 193,3 მლნ ლარი (2022 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით გაზრდილია - 2 632,9 მლნ ლარით);

საგადასახადო შემოსავლები შეადგენს 15 მლრდ 953,5 მლნ ლარს, რაც დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით გაზრდილია 2 მლრდ 529.8 მლნ ლარით, ხოლო განახლებულ პროგნოზს აღემატება მლრდ 480,5 მლნ ლარით.

„საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 5 მლრდ 106,8 მლნ ლარით, რაც 2022 წლის დამტკიცებულ გეგმას აღემატება 806,8 მლნ ლარით, ხოლო განახლებულ პროგნოზს 516,1 მლნ ლარით; მოგების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა ერთი მლრდ 945 მლნ ლარის ოდენობით, რაც 2022 წლის დამტკიცებულ გეგმას აღემატება 325 მლნ ლარით, ხოლო განახლებულ პროგნოზს - 116,0 მლნ ლარით;

დამატებული ღირებულების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 6 მლრდ 426,7 მლნ ლარის ოდენობით, რაც 2022 წლის დამტკიცებულ გეგმას აღემატება ერთი მლრდ 028 მლნ ლარით, ხოლო განახლებულ პროგნოზს 600,4 მლნ ლარით; აქციზის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 2 მლრდ 100 მლნ ლარის ოდენობით, რაც 2022 წლის დამტკიცებულ გეგმას აღემატება 210 მლნ ლარით, ხოლო განახლებულ პროგნოზს 115 მლნ ლარით;

იმპორტის გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 125 მლნ ლარით, რაც 2022 წლის დამტკიცებულ გეგმას აღემატება 40 მლნ ლარით, ხოლო განახლებულ პროგნოზს 13 მლნ ლარით; სხვა გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 250 მლნ ლარის ოდენობით (იზრდება 120 მლნ ლარით).

სხვა შემოსავლების პროგნოზი 2022 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით იზრდება 165 მლნ ლარით და განისაზღვრება - 960 მლნ ლარის ოდენობით (განახლებულ პროგნოზთან შედარებით გაზრდილია 15 მლნ ლარით); გრანტების სახით დაგეგმილი მაჩვენებელი განისაზღვრება 279.8 მლნ ლარის ოდენობით, მათ შორის:

საბიუჯეტო გრანტების ფარგლებში მისაღები შემოსავლები შეადგენს 135 მლნ ლარს. საინვესტიციო გრანტები შეადგენს 44.8 მლნ ლარამდე;სსიპ-ების მიერ კანონის 35-ე მუხლის შესაბამისად გადმოსარიცხი თანხები შეადგენს 100 მლნ ლარს; არაფინანსური აქტივების კლების (პრივატიზაცია) სახით მისაღები თანხების გეგმა შეადგენს 200 მლნ ლარს; ფინანსური აქტივების კლების (სესხების დაბრუნება) მაჩვენებელი განისაზღვრა 280 მლნ ლარის ოდენობით; ვალდებულებების ზრდის სახით მისაღები სახსრები განისაზღვრა 3 628,7 მლნ ლარის ოდენობით მათ შორისაა: საშინაო ფასიანი ქაღალდების გამოშვებით მისაღები სახსრები შეადგენს ერთი მლრდ 400 მლნ ლარს; საინვესტიციო კრედიტების მაჩვენებელი შეადგენს ერთი მლრდ 928.7 მლნ ლარს; საბიუჯეტო დახმარების სახით მისაღები კრედიტების მაჩვენებელი შეადგენს 300 მლნ ლარს", - აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

მთავრობა განმარტავს, რომ ბიუჯეტი ითვალისწინებს ვალის დაფარვას ერთი მლრდ 218,5 მლნ ლარის ოდენობით, შესაბამისად, ვალდებულებების წმინდა ზრდა 2 მლრდ 410,2 მლნ ლარს შეადგენს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×