რეზონანსი
02.10.2022

შეშლილი ბერიკაცის ნაბიჯები აბსოლუტურად მიმართულია ვითარების კიდევ უფრო მეტი ესკალაციისკენ, - ასე შეაფასა ვლადიმერ პუტინის გამოსვლა „იმედის" სამხედრო მიმომხილველმა გიორგი ცხვიტავამ

„ნატოს გენერალურმა მდივანმა ცოტა ხნის წინ გააკეთა განცხადება, რომ 24 თებერვლის შემდეგ, ანუ მას შემდეგ, რაც რუსეთი შეიჭრა უკრაინის ტერიტორიაზე, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ნაბიჯი, მიმართული ესკალაციისკენ. ასე რომ ვითარება ამ მიმართულებით საკმაოდ რთულია. ეს განცხადებები, რომელიც გაკეთდა ე.წ. მიერთების ცერემონიალზე, იყო 2007 წლის მიუნხენის კონფერენციის პათოსის მატარებელი. ანუ ის, რომ ტრაგედია იყო საბჭოთა კავშირის დანგრევა, როგორი ცუდი იყო ეს და როგორი მისია აკისრია მას, რომ აღადგინოს საბჭოთა კავშირი", - განაცხადა გიორგი ცხვიტავამ

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×