რეზონანსი
03.10.2022

სასამართლო ხელისუფლება და მართლმსაჯულება არის ის სფერო, რომელსაც ყველაზე ნაკლებად უხდება, როდესაც მასთან დაკავშირებული საკითხი არაკვალიფიცირებული და არაპროფესიონალური დისკუსიის, ბევრ შემთხვევაში სიმულაციების, სპეკულაციების მიზეზი ხდება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

„მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმება საზოგადოდ სასამართლო ხელისუფლების გასაძლიერებლად, დამოუკიდებლად და რა თქმა უნდა ხარისხობრივი მაჩვენებლები შემოდის. სასამართლო ხელისუფლება და მართლმსაჯულება არის ის სფერო, რომელსაც ყველაზე ნაკლებად უხდება, როდესაც მასთან დაკავშირებული საკითხი არაკვალიფიცირებული და არაპროფესიონალური დისკუსიის, ბევრ შემთხვევაში სიმულაციების, სპეკულაციების მიზეზი ხდება. ამიტომ, თუკი ჩვენ შევეცდებით, რომ რაც შეიძლება გავამდიდროთ მსჯელობა სასამართლოზე, კვალიფიციური ანგარიშვალდებულების, დისკუსიის სივრცეების შექმნით, რა საკვირველია ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ კარგი. რეპუტაციულად სრულიად გაუმართლებელი თავდასხმების მომსწრეები ვართ ხშირად. მნიშვნელოვანი იქნება, რომ თვითონ სასამართლომ საზოგადოებისთვის საინტერესო ინფორმაცია ფაქტების დონეზე დაამუშაოს, შექმნას ასეთი ტიპის სტატისტიკა და ამ გზით გახადოს ხელმისაწვდომი და პოპულარული საზოგადოებისთვის",- განაცხადა სარჯველაძემ.

სასამართლოს გადატვირთულობა, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გაძლიერება და დასაბუთების ხარისხის გაზრდა - ეს მართლმსაჯულების სისტემის წინაშე არსებული გამოწვევების ნაწილია, რომელიც სასამართლო რეფორმის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დოკუმენტში აისახა. საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი წარმოდგენილი იქნება პირველ ნოემბრამდე. დოკუმენტი შესაფასებლად გადაეგზავნება ვენეციის კომისიასა და ოდირს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×