რეზონანსი
03.10.2022

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი განმარტავს, რატომ არ მიეცა მიხეილ სააკაშვილის საქმეში ჩასართავად საქართველოში საკუთარი ხარჯებით ჩამოსულ უცხოელ ექიმს ლიცენზია.

როგორც მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ ბრიფინგზე შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, აღნიშნული ექიმის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია მოთხოვნილს არ შეესაბამებოდა.

„ჯანდაცვის სამინისტროში არსებული სსიპ - რეგულირების სააგენტო და სპეცკომისია განიხილავს საექიმო საქმიანობის უფლებას საქართველოში. ჩვენ მონახულების უფლებას, პაციენტი იქნება თუ პატიმარი, არ გავცემთ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ შეესაბამებოდა მოთხოვნილს, ამიტომ კომისიამ მიზანშეუწონლად ჩათვალა საექიმო საქმიანობის უფლების მიცემა ამ კონკრეტულ ადამიანზე.

დოკუმენტაციის ჩამონათვალში, რაც აუცილებელი იყო საექიმო საქმიანობის ლიცენზიის ასაღებად წარმოედგინა, არასრულყოფილი იყო, რამდენადაც ვიცი და ამიტომ ვერ დაკმაყოფილდა", - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, საქართველოში სააკაშვილის საქმეში ჩასართავად საკუთარი ინიციატივით და ხარჯებით ჩამოსული არის ექიმი, ნობელის პრემიის ლაურეატი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დარგში ჯეიმს კობი, რომელსაც ყოფილი პრეზიდენტის მონახულების საშუალება არ ეძლევა.

როგორც ხაჭაპურიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ჯანდაცვის სამინისტრომ მას ხარვეზი დაუდგინა, თითქოს ბოლო წლებში მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ წარმოუდგენია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×