რეზონანსი
03.10.2022

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომში უკრაინის გამარჯვების შემდეგ, ნატოს წევრებს თავად მოუნდებათ უკრაინის ალიანსში მიღება.

მიხაილო პოდოლიაკის თქმით, ახლა რთული იქნება უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების წარმოება.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი მიიჩნევს, რომ როგორც კი ომი დასრულდება და უკრაინა გაიმარჯვებს, მაშინ ნატოს ყველა ქვეყანას მოუნდება, რომ უკრაინა ნატოს წევრი გახდეს, რადგან უკრაინის შეიარაღებულ ძალებს რუსეთის მსგავს ქვეყანასთან დაპირისპირებაში ომის წარმოების უპრეცედენტო გამოცდილება აქვს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×