რეზონანსი
03.10.2022

პუტინმა დასავლეთის სამხედრო ოლქის მეთაური, გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრ ჟურავლიოვი თანამდებობიდან გაათავისუფლა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს და წერს, რომ ჟურავლიოვს გენერალ-ლეიტენანტი, რომან ბერდნიკოვი შეცვლის, თუმცა ცვლილებას რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურად ჯერჯერობით არ ადასტურებენ.

ცნობისთვის, დასავლეთის სამხედრო ოლქი იმ ხუთიდან ერთ-ერთია, რომელიც რუსეთის შეიარაღებულ ძალებს აერთიანებს.

რუსეთი ჩრდილო-აღმოსავლეთ უკრაინაში წარუმატებლობასა და უკრაინის მიერ ლიმანის აღებაში პასუხისმგებლობას გენერალ-პოლკოვნიკ ჟურავლიოვს აკისრებდნენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×