რეზონანსი
04.10.2022

ჩვენ ვრჩებით უმრავლესობის წევრებად, თუმცა ჩვენ გარეშე უმრავლესობა უკვე აღარ არსებობს, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა წევრმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ფრაქციას აღარ აქვს უმრავლესობა „ხალხის ძალის“ გარეშე.

„უმრავლესობას რაც შეეხება, „ხალხის ძალის“ გარეშე უმრავლესობა უკვე აღარ არსებობს, რადგან „ქართულ ოცნებაში“ დარჩა 75 დეპუტატი. „ქართული ოცნების“ ფრაქციას აღარ აქვს უმრავლესობა „ხალხის ძალის“ გარეშე. ჩვენ ვრჩებით უმრავლესობის წევრებად, თუმცა ჩვენ გარეშე უმრავლესობა უკვე აღარ არსებობს. როცა ოთხი წევრი ვიყავით „ხალხის ძალაში“, მაშინ ჩვენ გარეშე უმრავლესობა არსებობდა. დღეს უკვე ჩვენ გარეშე უმრავლესობა აღარ არსებობს, მაგრამ ჩვენ ვრჩებით უმრავლესობაში“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

მოძრაობა „ხალხის ძალას“ კიდევ ხუთი დეპუტატი შეუერთდა. ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დღევანდელ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×