რეზონანსი
04.10.2022

ხერსონის ოლქში უკვე 50 დასახლებულ პუნქტზე მეტია დეოკუპირებული. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ევგენი ენინი ავრცელებს.

"რაც შეეხება ხერსობის ოლქს, იქ ამ დროისთვის ჯამში 50 დასახლებულ პუნქტზე მეტია დეოკუპირებული, რუსული ოკუპაციისგან გათავისუფლებულია დაახლოებით 3 500 მოქალაქე", - განაცხადა ენინმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ დეოკუპაციასთან ერთად მიმდინარეობს რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების დაფიქსირებაც.

"ეროვნული პოლიციის გამომძიებლებმა დააფიქსირეს 105 სამხედრო დანაშაული და ეს მუშაობა გრძელდება", - თქვა უკრაინის შს მინისტრის მოადგილემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×