რეზონანსი
05.10.2022

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სადახლო-საავტომობილო", სომხეთის რესპუბლიკიდან მომავალი, გაყინული თევზით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება იქნა შეჩერებული, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს ვეტერინარების მიერ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას ტვირთზე გამოვლინდა ტემპერატურული რეჟიმის დარღვევის ფაქტი.

საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების თანახმად, აღნიშნული ტვირთი (2004 კილოგრამი გაყინული თევზი) უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×