რეზონანსი
05.10.2022

ჩეხეთის პრეზიდენტმა, მილოშ ზემანმა განაცხადა, რომ ევროპულმა სახელმწიფოებმა რუსეთი უნდა გააფრთხილონ, რომ თუ უკრაინაში ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, ამას არა მხოლოდ დიპლომატიური, არამედ სამხედრო რეაქციაც მოჰყვება.

მილოშ ზემანის თქმით, რუსეთის მუქარა ნიშნავს, რომ ბირთვული კონფლიქტის სერიოზული რისკი არსებობს.

„თუ რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, მაშინ რეაქცია იქნება არა მხოლოდ დიპლომატიური, არამედ სამხედროც, ყველა იმ შედეგით, რაც მას შეიძლება მოჰყვეს", - აღნიშნა ჩეხეთის პრეზიდენტმა.

4 ოქტომბერს, თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, კარინ ჟან-პიერმა განაცხადა, რომ აშშ-ს არ აქვს იმის მინიშნება, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენებისთვის ემზადება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×