რეზონანსი
05.10.2022

საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომი ახალ ფაზაში შევიდა, რომელიც უდავოდ სახიფათო ფაზაა.

„ომი გრძელდება და ახალი ამბები ბრძოლის ველიდან კარგია უკრაინისთვის. უკრაინა ანახლებს შეტევას. ომი ახალ ფაზაში შევიდა. უდავოდ სახიფათო ფაზაა, რადგან საშინელი სცენარის წინაშე ვდგავართ, რომელზეც თვალს ვერ დავხუჭავთ. ეს არის კონვენციური ომის სცენარი, რომელშიც მონაწილეობს ბირთვული სახელმწიფო. ბირთვული სახელმწიფო, რომელიც ამ მომენტში ჩვეულებრივი სცენარით უკან იხევს და რომელიც ბირთვული იარაღის გამოყენებით იმუქრება", - აღნიშნა ჟოზეფ ბორელმა.

საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს მართლაც შემაშფოთებელი სცენარია, რომელშიც ევროკავშირმა უნდა ჩვენოს, რომ უკრაინისადმი მხარდაჭერა ურყევია.

„რუსული არმიის მდგომარეობა ძალიან ცუდია. რუსმა ჯარისკაცებმა არ იციან რისთვის არის ეს ომი", - განაცხადა მან.

„პუტინი ელოდება სიცივეს, გაზის მიწოდების შეფერხებებს, მაღალ ფასებსა და დაბალ ტემპერატურას, რათა შეარყიოს ჩვენი ნება მომავალშიც გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა. აქ მიზანშეწონილი იქნება ვთხოვოთ ევროპელებს გაიგონ რაზეა საუბარი. უკრაინის მხარდაჭერა მხოლოდ გულუხვობის საკითხი არ არის, ვინაიდან ის, რაც იქ გადაწყდება, ჩვენი მომავალიც იქნება", - აღნიშნა ჟოზეფ ბორელმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×