რეზონანსი
05.10.2022

ჩვენი ქვეყანა აბსოლუტურად ზედმიწევნით მიჰყვება ევრორეკომენდაციების შესრულების პროცესს. ყველა ევროპულ რეკომენდაციას ასრულებს და თუკი ვინმე ამ პროცესს ობიექტურად დააკვირდება, ის ამ მოვლენების განვითარებას ხედავს, - ამის შესახებ ფრაქცია ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

ამასთან, მდინარაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მიღწევა არის ის, რომ არსებული გამოწვევების მიუხედავად ქვეყანაში არის მშვიდობა და სტაბილური განვითარება.

„იმ გამოწვევების მიუხედავად, რაც ამ ქვეყანას აქვს, საქართველო ვითარდება სტაბილურად, ამ ქვეყანაში არის მშვიდობა. ესეც არის მთავარი მიღწევა საქართველოს ხელისუფლების, რომელსაც ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრი", - აცხადებს მდინარაძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×