რეზონანსი
05.10.2022

დონეცკის ოლქის ახლახან გათავისუფლებულ ლიმანში 50-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის სამარხი აღმოაჩინეს. ამის შესახებ უკრაინული სააგენტო Censor-ი იუწყება.

გამოცემის ინფორმაციით, ამ სასაფლაოზე 50-ზე მეტი ადამიანია დაკრძალული. ზოგიერთ სამარხზე სახელები მინიშნებულია, მაგრამ ზოგიერთზე მხოლოდ ნომრებია მითითებული.

მედიასაშუალების თანახმად, რუსებმა ორმოები გათხარეს და უკრაინელ სამხედროებთან თანამშრომლობაში ეჭვმიტანილ ადამიანებს აიძულებდნენ მიცვალებულების ცხედრები ხელახლა დასამარხად შეეგროვებინათ. ერთ-ერთი ახალგაზრდის განცხადებით, რომელიც დამპყრობლებმა ასევე დააკავეს და აიძულეს მიცვალებულები დაემარხა, თქვა, რომ ყველა დაკრძალული პირი იდენტიფიცირებული არ არის. მათი ცხედრები შესაძლოა, დიდხანს ესვენა ქუჩაში. ასევე, ცნობილი ხდება, რომ დაბომბვის შედეგად დაღუპულებს, ზოგჯერ, მეზობლები ასაფლავებდნენ.

სააგენტოს ინფორმაციით, ირკვევა, რომ დამპყრობლებს რუსი ჯარისკაცების ცხედრები არ წაუღიათ.

არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ სახლში რუსები ცხოვრობდნენ, სადაც პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტი მოაწყვეს. უკან რომდესაც იხევდნენ, დაჭრილები წაიყვანეს, გარდაცვლილები კი დატოვეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×