რეზონანსი
06.10.2022

აგვისტო-სექტემბერში ქართულ ბაზარზე, საწვავის ფასმა მნიშვნელოვნად დაიკლო. მაჩვენებელი 10-დან 50 თეთრის ფარგლებში მერყეობს.

კონკურენციის სააგენტოში აცხადებენ, რომ კლების ერთ-ერთი ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორი საერთაშორისო ბაზარზე არსებული ფასის ვარდნა იყო.

უწყებაში განმარტავენ, რომ აგვისტოში პრემიერის რეკომენდაციით, იმისათვის, რომ გარკვეულიყო ბაზარზე არსებული ვითარება, სააგენტომ მოკვლევა დაიწყო, რის შემდეგაც ფასმა კლება დაიწყო. კონკურენციის სააგენტო მოკვლევის დაწყებიდან 6 თვის თავზე პირველად შედეგებს წარადგენს და გასცემს რეკომენდაციებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×