რეზონანსი
06.10.2022

ძალზედ პროდუქტიული შეხვედრა მქონდა ურსულა ფონ დერ ლაიენთან ევროპის კონტინენტზე უსაფრთხოების მომავალთან დაკავშირებით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან შეხვედრის შესახებ „ტვიტერის" საკუთარ გვერდზე წერს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მადლობას უხდის ევროკომისიის პრეზიდენტს და ევროკომისიას რეფორმების იმპლემენტაციის პროცესში საქართველოს დახმარებისთვის, რამაც უნდა უზრუნველყოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.

„ძალზედ პროდუქტიული შეხვედრა მქონდა ურსულა ფონ დერ ლაიენთან ევროპის კონტინენტზე უსაფრთხოების მომავალთან დაკავშირებით.

მადლობას ვუხდი ევროკომისიას კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო რეფორმების იმპლემენტაციის პროცესში საქართველოს დახმარებისთვის. საქართველო ერთგულია ევროპული მომავლის", - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×