რეზონანსი
07.10.2022

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, წელს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირება მოსალოდნელი არ არის.

როგორც მან განაცხადა, რომ შემცირებას მომავალი წლის იანვარში უნდა ველოდოთ.

„მიუხედავად იმისა, რომ სექტემბერში წლიური ინფლაციის ოდნავ გაზრდა მოხდა, რაც ჩვენთვის მოსალოდნელი იყო. დღევანდელი გადმოსახედიდან ვფიქრობ, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირება ამ წელს მოსალოდნელი არ არის", - ამბობს გვენეტაძე.

მისი თქმით, ყველა წინა პირობა არსებობს, რომ მომავალი წლის თებერვალში, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაციამ შემცირება დაიწყოს.

„საერთაშორისო სასაქონლო ფასების ინდექსები მცირდება თუმცა ეს საქართველოში ნაწილობრივაა ასახული, თუმცა რადგან საქართველო ღია ეკონომიკის ქვეყანაა ის აუცილებლად აისახება და ფასების შემცირებას აუცილებლად გამოიწვევს.

გარდა ამისა ლარის გაცვლითი კურსის სტაბილურობა იმას განაპირობებს, რომ იმპორტირებული ინფლაცია შემცირებულია და ის უკვე არ გაიზრდება და მნიშვნელოვანი ფაქტორია გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა, რომელიც დღეს გვაქვს.

ყველა წინა პირობა არსებობს იმისათვის, რომ დაწყებული იანვრიდან, თებერვალში სხვა თანაბარ პირობებში ინფლაციამ შემცირება დაიწყოს", - განმარტავს გვენეტაძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×