რეზონანსი
07.10.2022

ბოლო ორი კვირაა, პოლიტიკური სერიალი დაიწყო, ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ პარტიაში სერიოზული კრიზისია, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, აღმოჩნდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა" ერთი კაცის პარტიაა.

„წლების განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობა" ამტკიცებდა, რომ მთავარი ოპოზიციური პარტიაა და ლიდერები ჰყავთ, თუმცა სინამდვილეში, ეს პარტია ყოველთვის ერთი კაცის პარტია იყო. აღმოჩნდა, რომ ერთი კაცის პარტიაა. ბოლო ორი კვირაა, პოლიტიკური სერიალი დაიწყო - თოფურიძემ ამხილა მელია, მელია იმუქრება ხაბეიშვილის მხილებით, ხაბეიშვილი კიდევ სხვა პოზიციებიდან იმუქრება. რეალურად, ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ პარტიაში სერიოზული კრიზისია. სოსო თოფურიძის მუქარა, რომ პოლიტიკური ბადით მიდის „ნაციონალური მოძრაობაში", ძალიან სახიფათოა. ამან შეიძლება, პარტიის ლიდერები გადააქციოს თევზებად, რადგან ეს ბადე შავ ფულსა და კორუფციაზე ლაპარაკობს, მით უმეტეს ისეთი პარტიისთვის, რომელსაც მძიმე პოლიტიკური წარსული აქვს და მხილებულია, მათ შორის კორუფციაში", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×