რეზონანსი
07.10.2022

თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე, ბიძინა ივანიშვილისა და შვეიცარიულ ბანკს შორის არსებულ დავას გამოეხმაურა „ბიძინა ივანიშვილის კაპიტალი საქართველოში მთლიან შიდა პროდუქტს ქმნის. მისი კაპიტალის 80% ხმარდება საქმეებს, რასაც მოსახლეობა საკუთარი ფულით უნდა ვაფინანსებდეთ", - ასე უპასუხა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ჟურნალისტის მიერ შვეიცარიულ ბანკ „კრედიტ სუისთან" დაკავშირებით დასმულ შეკითხვას ტელეკომპანია „იმედის " ეთერში.

როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილის ფული ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში მონაწილე კაპიტალია.

„ეს არის ხალხისა და ჩვენი სახელმწიფოს ფული, ასე რომ, თუ ამის უკან რაიმე განზრახვაა, ამ თანხების უკანონოდ მითვისების, ყველამ უნდა იცოდეს, რომ ეს არის ჩვენს მთლიან შიდა პროდუქტში მონაწილე კაპიტალი და მინიმუმ, ყველას შინაგანი პროტესტი გვქონდეს", - აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

იურიდიული ფირმა „ემ ქეი დი" სინგაპურში მიმდინარე სასამართლო პროცესისა და მასთან დაკავშირებული გარემოებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×