რეზონანსი
24.11.2022

ავტოსაგზაო შემთხვევა თელავის ცენტრში - ავტომანქანიდან გადასვლაში მგზავრებს მაშველები დაეხმარნენ. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, რუსთაველის გამზირზე მოხდა.

მსუბუქ ავტომობილს საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ავტომანქანა შეეჯახა. მანქანა ადგილზე გადაბრუნდა, მეორე მძღოლი კი მიიმალა.

გადაბრუნებული ავტომანქანის სამ მგზავრს, გადასვლასა და დამტვრეული მანქანიდან ნივთების გადატანაში, მაშველები დაეხმარნენ. ექიმების განმარტებით, მგზავრების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შემთხვევის ადგილზე, საპატრულო პოლიცია, სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები და მაშველები იმყოფებიან. პარალელურად, სამართალდამცავები მიმალულ მძღოლს და მის მანქანას ეძებენ.

წყარო: "მთავარი არხი"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×