რეზონანსი
24.11.2022

წყალწაღებული ხავს ეჭიდებოდაო - ასეთია მოცემულობა "ნაციონალურ მოძრაობაში", - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ქართული ოცნების" დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა განუცხადა.

მათიკაშვილის თქმით, "ნაციონალურ მოძრაობაში" მუშტი-კრივამდე მისული ურთიერთობები გამოწვეულია იმით, თუ ვინ დაეუფლება იმ ფინანსურ რესურსს, რომელიც პარტიაში დავით კეზერაშვილის მხრიდან იღვრება.

"პარტიაში ვითომ ახალი სახეების შეყვანით, ამ რადიკალურ დაჯგუფებას პოლიტიკურ სივრცეში დარჩენის შანსი არ გააჩნია. როგორ შეიძლება ლევან ხაბეიშვილის თავმჯდომარეობა და პარტიის წინსვლა ერთმანეთთან იყოს თავსებადი?! ამ კითხვაზე პასუხი პარტიის წევრებისათვის მიმინდვია. დაპირისპირების მიზეზი ის "შავი ფულია", რომელიც ოლიგარქ დავით კეზერაშვილისგან მომდინარეობს. შიდა კლანური დაპირისპირებები და მუშტი-კრივამდე გადასული ურთიერთობები ამ თემებით არის გამოწვეული. რაც არ უნდა მოიმოქმედოს ჭაობში მყოფმა "ნაციონალურმა მოძრაობამ", ის ჭაობიდან ვერ ამოვა", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×