რეზონანსი
24.11.2022

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა დღეს არ ჩაუტარდა.

მისი თქმით, ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა შეიძლება ორ შემთხვევაში ჩატარდეს: თუ დაწყებულია წარმოება თავად სასჯელაღსრულების მიერ, მისი სასჯელისგან გათავისუფლებაზე და მეორე, თუ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლის ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, დანარჩენ შემთხვევაში ექსპერტიზის ჩატარება კანონით აკრძალულია.

„იუსტიციის სამინისტროს არ გააჩნია იმის უფლებამოსილება, რომ ასე დამოუკიდებლად ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა ჩაატაროს. ექსპერტიზა შეიძლება ჩატარდეს სააკაშვილთან მხოლოდ ორ შემთხვევაში, მისი სტატუსის მქონე ადამიანთან. ერთი, თუ დაწყებულია წარმოება თავად სასჯელაღსრულების მიერ, მისი სასჯელისგან გათავისუფლებაზე და მეორე, თუ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სააკაშვილის შესაძლო მოწამვლის ფაქტთან დაკავშირებით. დანარჩენ შემთხვევაში ექსპერტიზის ჩატარება კანონით აკრძალულია", - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×