რეზონანსი
24.11.2022

საკმაოდ მასშტაბური ღონისძიებები გვექნება წელს თბილისში - რა შეეხება ნაძვის ხეს, დედაქალაქის ნაძვის ხეს არაფერი სჭირდება, ძალიან ლამაზია, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დეტალური ინფორმაცია საახალწლოდ დაგეგმილი ღონისძიებებისა და ხარჯების შესახებ მოგვიანებით გახდება ცნობილი.

„ძალიან ლამაზი იქნება ქალაქი საახალწლოდ. რა შეეხება ნაძვის ხეს, დედაქალაქის ნაძვის ხეს არაფერი სჭირდება, ძალიან ლამაზია. დიზაინერები გადაწყვეტენ, რა ფორმით, როგორი სათამაშოებით იყოს მორთული. რაც შეეხება ქალაქის განათებას, ნაძვის ხის ანთებას, საახალწლო სოფლის გახსნას, კონცერტებს, ამაზე მოგვიანებით დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით",- განაცხადა კახა კალაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×