რეზონანსი
26.11.2022

ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცხრამუხაში, ხაშურისა და სურამის ეპარქიის დედათა მონასტერში, ყაჩაღობის მიზნით, რამდენიმე პირი შეიჭრა.

მათ მონასტრის იღუმენიამ და წევრებმა წინააღმდეგობა გაუწიეს რა დროსაც მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ. 70 წლის დედა ანას ფიზიკურად უცხო პირი გაუსწორდა.

რა მოხდა ცხრამუხის დედათა მონასტერში? - ძარცვის მიზნით, 27 და 39 წლის კაცი საღამოს 18:00 საათისთვის შევიდა. ერთი ხარაგაულის მკვიდრია, მეორე ხაშურში ცხოვრობდა. "ტვ.პირველისთვის" მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მძარცველები, მთვრალები იყვნენ, ისინი ტაძრიდან შესაწირი ყუთის მოგლეჯას ცდილობდნენ, რადგან იქ ფული ეგულებოდათ. მრევლის ინფორმაციით, უშვილო წყვილები დედაოსთან ხშირად ჩადიოდნენ, რადგან ის მათთვის უშვილობის სამკურნალო ლოცვას აღავლენდა, სავარაუდოდ, მძარცველებს ჰქონდა განცდა, რომ მრევლი მონაზონს დიდ შესაწირს უტოვებდა.

ხმაურზე მათ მონაზონმა შეუსწრო, რასაც დედაოზე თავდასხმა მოჰყვა. გამოძიება გაუპატიურებისა და ყაჩაღობის მუხლებით მიდის. მონაზვნის შემდეგ სავარაუდოდ ჩადენილი იყო ჯგუფურად, სექსუალური ხასიათის დანაშაული.

მონაზონი ისე სასტიკად არის ნაცემი რომ ტვინის შერყევა აქვს, მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს სახის არეში.

სასტიკად ნაცემი დედაოს გადარჩენას ახლა კავკასიის მედიცინის ცენტრის ექიმები ცდილობენ.

წყარო - "ტვ პირველი"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×