რეზონანსი
27.11.2022

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს ვერ მოიგებს.

"გერმანიის უკრაინისადმი მხარდაჭერის გათვალისწინებით, სულ უფრო აშკარა ხდება, რომ რუსეთმა არამხოლოდ არ უნდა მოიგოს ეს ომი, არამედ ვერც მოიგებს", - თქვა გერმანიის კანცლერმა.

შოლცის თქმით, გერმანია მხარს დაუჭერს უკრაინას მანამ, სანამ ამის საჭიროება იქნება. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ გერმანია უკრაინას არამხოლოდ ფინანსურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს, არამედ უკრაინელ სამხედროებს იარაღითაც ამარაგებს.

გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ გერმანია მზად უნდა იყოს უკრაინაში სიტუაციის ესკალაციისთვის. მისი თქმით, ესკალაცია შესაძლოა მოიცავდეს ინფრასტრუქტურის განადგურებას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×